LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 წლის გოგონას სკოლაში მარიხუანაზე დამზადებული წამლების ტარების უფლება მისცეს – კალიფორნიის სასამართლოს გადაწყვეტილება

127

ამას სასამართლოში ბრძოლა დასჭირდა, მაგრამ საბოლოოდ 5 წლის გოგონას, უფლება მისცეს მარიხუანაზე დამზადებული წამლებით, სკოლაში იაროს.

ბრუკ ადამსს დრეივეტის სინდრომი აქვს. ეს ეპილეფსიის იშვიათი ფორმაა, რომელიც არაპროგნოზირებადია და სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველი.

კრუნჩხვების კონტროლში ბრუკ ადამსს კანაფის ზეთის დღიური დოზა ეხმარება. CBD-ის ზეთს ის პრევენციისთვის იყენებს, ხოლო THC-ის შემცველ ზეთს გადაუდებელი სიტუაციების დროს.

ბაღბა ბრუკისთვის თავდაპირველად გამოყო მედდა, რომელიც საბავშვო ბაღში, გოგონასთან ერთად დადიოდა და მას თვალყურს ადევნებდა. სწორედ ის ამარაგებდა ბავშვს წამლებით, როცა ამის საჭიროება იყო. თუმცა, როდესაც ბრუკის მშობლებმა, გოგონას საბავშვო ბაღიდან საჯარო სკოლაში გადაყვანის საკითხზე დაიწყეს მსჯელობა, აღმოჩნდა, რომ სკოლაში მსგავსი მედიკამენტების შეტანა აკრძალული იყო, ამის გამო, სკოლის ადმინისტრაციამ მშობლებს, გოგონასთვის განათლების სახლში მიცემა ე.წ. საშინაო სკოლა შესთავაზა.

“ეს არის ალკოჰოლისაგან და ნარკოტიკებისგან თავისუფალი კამპუსი და ამ შემთხვევამ შესაძლოა, ამ სტატუსს საფრთხე შეუქმნას” – განაცხადეს სკოლაში.

ბრუკის მშობლებისთვის ეს შეთავაზება მიუღებელი აღმოჩნდა და მათი გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.

სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ბავშვს ზუსტად ისევე შეეძლება სკოლაში სიარული, როგორც ბაღში დადიოდა.

დრეივეტის სინდრომის გამო, ბრუკ ადამს პრობლემები აქვს სმენასთან და საუბართან დაკავშირებით, ასევე, მოძრაობასა და ბალანსში. თუმცა, მას შემდეგ რაც კანაფისგან დამზადებული პრეპარატებით მკურნალობაზე გადავიდა, მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამის გამო, ოჯახი უარს აცხადებს, მკურნალობის ტრადიციულ მეთოდზე გადასვლაზე.

“აღფრთოვანებული ვარ სასამართლოს გადაწყვეტილებით. კანაბისმა ჩვენი ცხოვრება შეცვალა. აქამდე ყველა დასვენების დღის და შვებულების გატარება სახლში გვიწევდა, ახლა შეგვიძლია ყველგან წავიდეთ, სადაც მოვისურვებთ და განსხვავებულად გავატაროთ დრო, გართულებების გარეშე” – აცხადებს ბრუკის დედა.

მან მადლობა გადაუხადა მოსამართლეს გადაწყვეტილებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სამედიცინო მარიხუანას მოხმარება აღარ შეიზღუდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g