LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50%-დან 70%-მდე ფასდაკლება ბუტიკში BLACK

73

ბუტიკი BLACK მომხმარებელს 50%-დან 70%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. როგორც მაღაზიაში „ფორტუნა პლუსს“ განუცხადეს, BLACK-ში წარმოდგენილ ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და აქსესუარებზე ფასდაკლება თვის ბოლომდე გაგრძელდება.

BLACK ბრენდული მაღაზიაა, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მსოფლიოს ისეთი ცნობილი ბრენდების ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები შეიძინოს როგორებიცაა: Marlboro Classics, Valentino, Dolce&Gabbana, Michael Kors, Versace, Giorgio Armani, Calvin Klein, Gucci, Dsquared და მრავალი სხვა.

როგორც მაღაზიაში აღნიშნეს, BLACK მოდის მოყვარულისთვის და უბრალოდ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ორიგინალურად ჩაცმის სტილი აქვთ, შეუცვლელი ადგილია.

„ჩვენი კონცეფცია სტერეოტიპების დამსხვრევაზეა დაფუძნებული. მთავარი ინდივიდუალური კომფორტისთვის მიღებული სიამოვნებაა და არა საზოგადოებაში გავრცელებული პრინციპები. ბუტიკში BLACK თქვენ თავისუფლად შეძლებთ წესების დარღვევას!“, – განაცხადეს BLACK-ში.

ბუტიკი BLACK კოსტავას ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „გრატო პასაჟის“ მეორე სართულზე მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები