LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50 შვილთაშვილის ბებიამ 100 წლის იუბილე აღნიშნა და ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოც გაამხილა

235
PRI-211514949-e1637661398835

ინგლისელმა ჯო ალანმა რამდენიმე დღის წინ 100 წლის იუბილე იზეიმა. კითხვაზე თუ რა არის მისი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო, ბედნიერმა ბებიამ გამოცემა Metro -ს უპასუხა: „სინამდვილეში არანაირი საიდუმლო არ არსებობს. მე ვფიქრობ, მთავარია პოზიტიური განწყობის შენარჩუნება და ნაკლები ნერვიულობა“.

12 შვილის, 37 შვილიშვილის, 50 შვილთაშვილის და 2 შვილთაშვილის შვილის ბებიამ დაბადების დღე ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშნა. ბრიტანეთის ერთ-ერთ უხუცეს მკვიდრს ქალაქის მერიც ესტუმრა, საპატიო თარიღი მიულოცა და მეორე მსოფლიო ომის დროს საომარი ტექნიკის ქარხანაში მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

ქალმა მისალოცი ბარათი მიიღო დედოფლისგანაც. ალანმა ოჯახის წევრებს სთხოვა, რომ საჩუქრების ყიდვის ნაცვლად წელს მთელი ფული საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის გადაერიცხათ და საავადმყოფოებს დახმარებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები