LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50 წლის მშვენება წითელ ხალიჩაზე – ანჯელინა ჯოლი შავი კაბით და მოშიშვლებული ზურგით

148
page

რომის 20-ე კინოფესტივალის ფარგლებში, რეჟისორ ალის ვინოკურის ახალი ფილმის, Couture-ის პრემიერა შედგა , რომელშიც მთავარ როლს ანჯელინა ჯოლი და ლუი გარელი ასრულებენ.

50 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე Alberta Ferretti-ის შავი ფერის, ელეგანტურ კაბაში გამოჩნდა, რომელსაც ღია ზურგი ამშვენებდა, აღნიშნულმა დიზაინმა განსაკუთრებით გამოკვეთა ჯოლის ცნობილი ტატუები ზურგზე.

ცნობისთვის, ახალ ფილმში ჯოლი ამერიკელი რეჟისორის როლს ასრულებს, რომელიც პარიზში ჩადის, რათა გადაიღოს ფილმი მოდაზე, მაგრამ იქ ყოფნისას იგებს, რომ მას მკერდის კიბო აქვს.

„არა, მე არ ვნანობ ამას“ – ანჯელინა ჯოლი ათი წლის შემდეგ დაუბრუნდა თემას, რომელმაც ოდესღაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა

ანჯელინა ჯოლიმ წითელ ხალიჩაზე გაიბრწყინა და სერიოზული განცხადებები გააკეთა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები