შვეიცარიულმა კომპანიამ Kidston, რომელიც კლასიკური ავტომობილების გაყიდვითაა დაკავებული, გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ვიდეო, რომელშიც სპორტქარი Porsche 911 Turbo ასახული. კლიპში 1970—1980 წლებში გამოშვებული ავტომობილი უწყვეტად დრიფტაობს.
მოდელი დასაწყისისთვის 3 ლიტრის მოცულობის ტურბო „ექვსიანით“ იყო აღჭურვილი და 260 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მოგვიანებით ავტომობილზე 3,3 ლიტრიანი აგრეგატის დამონტაჟებაც დაიწყეს და ბუნებრივია სიძლიერეც დაახლოებით 300 ცხენის ძალამდე გაიზარდა. 80-იანი წლების ბოლოს კი არეგატი 335 ცხენის ძალამდე გააძლიერეს.
კლასიკური მოდელი დღემდე არაჩვეულებრივ ფორმაშია და ამაში დარწმუნება Kidston-ის ვიდეოს ნახვითაა შესაძლებელი.