LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“50 წუთი ნუგზარ წიკლაურს კი არა, გიგა ბოკერიას არ დავლოდებივარ” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ინგა გრიგოლიას გადაცემის დატოვების შემდეგ

5621
ჩერგოწასვლაზე

50 წუთი ნუგზარ წიკლაურს კი არა, გიგა ბოკერიას არ დავლოდებივარ არსად – ასეთია თამარ ჩერგოლეიშვილის დამატებითი განმარტება ინგა გრიგოლიას გადაცემის დატოვების შემდეგ.

VIDEO: “პირდაპირ ეთერში საქმეები უნდა მირჩიოთ? წაბრძანდით, მადლობა დარიგებისთვის” – თამარ ჩერგოლეიშვილმა ინგა გრიგოლიას შენიშვნა მისცა და გადაცემა დატოვა

ცოტა ხნის წინ, თამარ ჩერგოლეიშვილმა ინგა გრიგოლიას რესპონდენტთან, ნუგზარ წიკლაურთან საუბრის დასრულება არ აცადა, პირდაპირ ეთერში დროზე ადრე შევიდა და ინგა გრიგოლიას დიდი ხნით ლოდინის გამო შენიშვნა მისცა. მცირე კამათი ჩერგოლეიშვილის წასვლით დასრულდა. ამის შემდეგ კი დამატებითი განმარტება ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

“50 წუთი ნუგზარ წიკლაურს კი არა, გიგა ბოკერიას არ დავლოდებივარ არსად.

თან მე ყოველთვის ვამოწმებ გასვლის წინ, დრო ხომ არ შეიცვალა – ამჯერადაც გადავამოწმე.

“გადაცემა როგორ წავა” ისე ჩემი ცხოვრება ვერ წავა და არ წავა და ამ დამოკიდებულების მიღება სწორად არ მიმაჩნია.

სხვებს შეიძლება აქვთ მაგდენი დრო.

მე არ მაქვს”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g