სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა 500 Global inEurasia საქართველოს ბანკის, 500 Global-ისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით 2020 წლიდან ხორციელდება. მალე ახალი, მე-8 ნაკადის გადამზადების პროგრამა დაიწყება.
დამწყები და გამოცდილი სტარტაპებისთვის 500 Global in Eurasia მასტერკლასების სერიას ატარებს.
თუ გაინტერესებთ, რატომ ვერ აღწევს წარმატებას 10 სტარტაპიდან 9, როგორ შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი ბიზნესი სწრაფად, მოიზიდოთ ინვესტორები და აღმოაჩინოთ ახალი შესაძლებლობები, ეს შეხვედრების სერია თქვენთვისაა. მასტერკლასებზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.
შეხვედრებს 500 Global in Eurasia-ს საერთაშორისო დონის აქსელერაციის ექსპერტები ჩაატარებენ.
მასტერკლასების განრიგი კი ასე გამოიყურება:
4 თებერვალი, 18:00 საათი
The Art of Fundraising: What Top VCs Want to See
მასტერკლასს გაუძღვება პედრო სანტოს ვიერა, 500 Eurasia-ს პარტნიორი, რომელიც სტარტაპებს ფონდების მოძიებასა და საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებაში ეხმარება.
11 თებერვალი, 18:00 საათი
Product-Led Growth: Strategies and Case Studies for Scale
მასტერკლასს ჩაატარებს ჯაკომო პოჯალი, პროდუქტის მენტორი. ის არის 0-1 პროდუქტის მენეჯერი და უკვე 7 წელია სტარტაპებს ზრდასა და ბაზარზე მასშტაბირებაში ეხმარება.
18 თებერვალი, 18:00 საათი
Scaling Operations for Success
მასტერკლასს გაუძღვება ნიკოლას ჰო, ოპერაციების მენტორი. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება პროდუქტის სტრატეგიისა და ლიდერშიფის მიმართულებით, ეხმარებოდა გუნდებს KPI-ზე ფოკუსირებული გადაწყვეტილების მიღების პრაქტიკების იმპლემენტაციაში საკუთარი კომპანიის ბიზნეს პროცესებში.
მასტერკლასების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
(R)