LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„5000 ლარით დამაჯარიმეს.. პოლიციელს, რომელსაც ეს დავალება უნდა შეესრულებინა ხელები უკანკალებდა, რა დღეში ჩააგდეს ქართული პოლიცია“ – პაატა ბურჭულაძე

463
ია ფარულავა

პაატა ბურჭულაძე 5000 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

„გუშინ ხალხმა მომილოცა და სიცოცხლე გამიმრავლა!

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ეტყობა გაუჭირდათ ამის გადატანა და ცოტა ხნის წინ, მავნებლებმაც მომილოცეს 5000 ლარიანი ჯარიმით!

პოლიციელს, რომელსაც ეს დავალება უნდა შეესრულებინა ხელები უკანკალებდა, რა დღეში ჩააგდეს ქართული პოლიცია.

გზის გადაკეტვას მედავებიან, როცა მაგ დროს ხალხის მიერ მოწყობილ მსვლელობაზე ვიყავი და საერთოდ, არ ვყოფილვარ პარლამენტთან.

კარგია, რომ ოპერის წინ სიმღერას ჯერ ვერ მიწუნებენ, საქართველოს ჰიმნის შესრულებაზეც დაგვაჯარიმებენ ალბათ მალე.

ამასაც გავუძლებთ!

ბრძოლა ბოლომდე!

თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ტყვეებს!“, – წერს პაატა ბურჭულაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g