LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

51-ე სკოლასთან დაჭრილების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

103

თბილისში, აკაკი ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის დაპირისპირებისას დაჭრილი კიდევ ორი მოზარდის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. IPN-ის ინფორმაციით, დაჭრილებიდან ერთი პირველი ექსპერიმენტული, მეორე კი 51-ე სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, ორივე მოსწავლეს ცივი იარაღით ჭრილობები ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული. მათგან ერთ-ერთს, პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეს, სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა და საავადმყოფო მომხდარი შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ დატოვა.

გარდა ამისა, კიდევ ერთი ინფორმაციით, აღნიშნული პირი საქმეში პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების დაჭრისთვის ბრალი პროკურატურას არავისთვის წაუყენებია.

ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის დაპირისპირება, რაც შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა, გასული წლის 1-ელ დეკემბერს მოხდა და 51-ე სკოლის მოსწავლეების სიცოცხლე შეეწირა.

საქმეზე პროკურატურის მიერ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი არასწრულწლოვანია დაკავებული, გ.ბ. და გ.ჯ.  გარდა ამისა, საქმეზე დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის ბრალი კიდევ სამ პირს აქვს წაყენებული.

აღნიშნული შემთხვევის დროს კიდევ ორი მოზარდის დაჭრის შესახებ ინფორმაცია მედიით რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g