დღე არ გადის, რომ 51 წლის ჯენიფერ ლოპესი საზოგადოების ყურადღების ცენტრში არ მოექცეს. დასავლურ მედიას და ,,ფორტუნაპლუსს” ასე ხშირად ალბათ არცერთ ვარსკვლავზე დაგვიწერია.
ამჯერად არტისტმა Coach-ის შთამბეჭდავ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, მას ჩანთა ეჭირა ხელში და ფოტოობიექტივის წინაშე თეთრი და კრემისფერი ტანისამოსით პოზირებდა.
ცნობისთვის, ჯეი ლო მალე გამოცემა Allure-ს მარტის ნომრის გარეკანს დაამშვენებს, ფოტო ინტერნეტსივრცეში სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა.