წელს დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების ცერემონია Independent Spirit Awards, სხვა ცერემონიების მსგავსად, ონლაინფორმატში ჩატარდა. დაჯილდოებაზე განსაკუთრებული როლი ერგო 51 წლის რენე ზელვეგერს, რომელმაც ,,წლის მსახიობი მამაკაცის” ნომინაციაში გამარჯვებული დაასახელა. ამის პარალელურად თავად ზელვეგერმა სოციალურ ქსელში სახლიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ის ბრწყინავდა „ალექსანდრე ვოტიერის“ ულამაზეს შავ კომბინეზონში.
შავ სადა კომბინეზონს აქსესუარის სახით ვარდის ფორმის ბროში ამშვენებდა. მსახიობი შეუდარებელი იყო.