LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„52% არ იქნება საბოლოო შედეგი, „ქართული ოცნების“ მაჩვენებელი ჩამოვა ქვევით, ხვალინდელ შედეგებს დაველოდებით და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“ – თეონა აქუბარდია

301
თეონა აქუბარდია

„ჩვენ რა თქმა უნდა დაველოდებით საბოლოო შედეგებს, სიმართლე გითხრათ მე რთულად წარმომიდგენია 52 პროცენტი ქართული ოცნებისთვის, როდესაც საქართველოს ევროპული მომავალი სასწორზეა“, – ამის შესახებ პარტია გახარი საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც ცესკოს წინასწარ შედეგებს გამოეხმაურა.

ცესკოს ამ დროის მონაცემებით, არჩევნებში 52.99% -ით „ქართული ოცნება“ ლიდერობს

გიორგი კალანდარიშვილი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები შედგა – სხვადასხვა გამოკვეთილ საკითხებთან დაკავშირებით გვქონდა მყისიერი რეაგირება, რასაც საარჩევნო პროცესზე და მითუმეტეს შედეგებთან მიმართებაში გავლენა არ ჰქონია

თეონა აქუბარდიას თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროპული მომავლის მიტაცებას ცდილობს.

გიორგი გახარია – „დავანებოთ ამ ზეიმს თავი, ვკონცენტრირდეთ ხმების დათვლაზე“

„მე გეტყვით, რომ მე ველოდები ბევრად უკეთეს შედეგებს“

„მას შემდეგ რაც ემიგრაციის ხმები ჩამოვა და დაითვლება ყველაფერი, გვექნება მსჯელობა, ჩვენი შტაბი ჯერ კიდევ მუშაობს მიმდინარეობს გადამოწმება და ხმების დაცვა, რათა საქართველოს მომავალი გადავარჩინოთ, ჩვენ დაველოდებით ყველა ჩამოსავლელ ხმებს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დათვლილი და აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილება პარტიის შიგნით, ნამდვილად ვუშვებ იმას რომ 52 პროცენტი არ იქნება საბოლოო შედეგი ქართული ოცნების, ეს მაჩვენებელი ჩამოვა ქვევით და ოცნებას არ ექნება უმრავლესობა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ და დაამატა, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ცესკოს ხვალინდელ შედეგებს დაელოდება და ამის შემდგომ ისაუბრებენ კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g