LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

53 წლის მონიკა ბელუჩი და 72 წლის დაიან კიტონი წითელ ხალიჩაზე (ფოტო)

556

რომში გამართულ დევიდ დონატელოს სახელობის დაჯილდოების ცერემონიალს, საპატიო სტუმრების ამპლუაში, მონიკა ბელუჩი და დაიან კიტონი სტუმრობდნენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსახიობებმა თანამედროვე კინოს ყველა ვარსკვლავი დაჩრდილეს და ღონისძიებაზე ნამდვილი ფურორის მოხდენა შეძლეს. 53 წლის მონიკა ბელუჩი ბრწყინავდა ნაქსოვ შავ კაბაში, რომელიც ბისერებით იყო გაფორმებული. ბელუჩიმ ვარცხნილობაც შეიცვალა და მოკლე თმით კიდევ უფრო სექსუალურად გამოიყურებოდა.

არანაკლებ მიმზიდველი და გამორჩეული ჩანდა წითელ ხალიჩაზე ჰოლივუდის 72 წლის ლეგენდა, დაიან კიტონი. მსახიობმა არჩევანი კუბოკრულ კაბასა და დიდ შლაპაზე გააკეთა, რომელიც ტყავის ქამართან და მაღალყელიან ჩექმასთან ჰქონდა შეხამებული. დაჯილდოვება რომში გაიმართა და მას იტალიური კინოს უამრავი ვარსკვლავი დაესწრო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g