LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

53 წლის პამელა ანდერსონი მეოთხედ, პირად მცველზე გათხოვდა – ფოტოები ქორწილიდან

2545
38518266-0-image-a-2-1611772805106

53 წლის სექს-სიმბოლო, პამელა ანდერსონი მეოთხედ გათხოვდა. მისი რჩეული პირადი მცველი, დენ ჰეიჰერსთია. მათ ერთმანეთი თვითიზოლაციის პერიოდში შეუყვარდათ.

მალიბუს მაშველების“ ვარსკვლავის მოკრძალებული საქორწინო ცერემონია ვანკუვერში, მისივე სახლში გაიმართა. მალევე ინტერნეტში ქორწილის ფოტოებიც გავრცელდა. პატარძალს „ჯოანა დელეინის“ კაბა ეცვა. ანდერსონმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ახლა საოცრად ბედნიერია.

„მე იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო, იმ ადამიანის მკლავებში, რომელსაც გულწრფელად ვუყვარვარ“, – აცხადებს ვარსკვლავი.

ცნობისთვის, გასულ წელს პამელა კინოპროდიუსერ ჯონ პიტერსს სკანდალურად დაშორდა, რომელთან ქორწინებამაც სულ რაღაც 12 დღეს გასტანა. მანამდე ვარსკვლავი ფეხბურთელ ადილემ რამის ხვდებოდა, იქამდე პროდიუსერ რიკ სოლკომნიზე იყო დაქორწინებული, ასევე ჰქონდა კავშირი კიდ როკთან, მუსიკოს ტომი ლიზე კი  3 წელი იყო დაქორწინებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები