ირლანდიელი მუსიკოსი შინეიდ ო’კონორი დუბლინში გამართულ კინოფესტივალზე გამოჩნდა, სადაც ახალი ფილმის Citizens of Boomtown პრემიერას დაესწრო. ახალი კინოსურათი ირლანდიელი მუსიკოსისა და ო’კონორის კარგი მეგობრის, ბობ გელდოფის მუსიკალურ კარიერაზე და მის კოლაბორაციებზე გვიყვება. მათ შორისაა დუეტები ბონოსთან, სტინგთან და თავად შინეიდ ო’კონორთან.
პრემიერაზე 53 წლის მუსიკოსი მწვანე ჰიჯაბითა და შავი სამოსით გამოჩნდა. მიუხედავად მენტალური პრობლემებისა, ო’კონორი განსაკუთრებულ განწყობაზე ჩანდა და კარგად გამოიყურებოდა.