LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

54 წლის ბრედ პიტი პატარა ბიჭივით გამოიყურება (ფოტო)

47

წლის ყველაზე გახმაურებული ფილმის, „ერთხელ ჰოლივუდში“ გადადაღებების პროცესი კვლავ მედიის ყურადღების ცენტრშია. ქუენტინ ტარანტინოს ახალი ფილმიდან ყოველი ახალი კადრი საოცრად პოპულარული ხდება. ამჯერად პაპარაცების ობიექტივში მოხვდა ჯინსებსა და მაისურში გამოწყობილი ბრედ პიტი, რომელიც საოცრად ახალგაზრდულად გამოიყურება. ტარანტინომ ის შეგნებულად გაახალგაზრდავა, რათა 54 წლის მსახიობს 20 წლით უმცროსი იერი ჰქონდეს. ახალ ფოტოებზე პიტი 60-იანი წლების მოდური სტილის სამოსში პოზირებს.

ქუენტინ ტარანტინოს ახალი ფილმი „ერთხელ ჰოლივუდში“ სერიული მკვლელის, ჩარლი მენსონის ისტორიას გვიყვება, სადაც ლეონარდო დიკაპრიო ვესტერნის ჟანრის ვარსკვლავის, რიკ დალტონის, ბრედ პიტი კი მისი დუბლიორის, კლიფ ბუტის როლს ასრულებს. სცენარის მიხედვით, პიტისა და დიკაპრიოს გმირები იმ საზარელი მკვლელობის მოწმეები ხდებიან, რომელსაც მენსონის სექტა ჩაიდენს.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები