LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

54 წლის ჯულიეტ ბინოში ბერლინალეზე „ბარბერის“ თეთრ კაბაში  (ფოტო)

binosh

ბერლინის კინოფესტივალის ფარგლებში ესპანური ბიოგრაფიული დრამა „ელისა და მარსელა“ აჩვენეს. ფილმი რეალურ მოვლენებზეა აგებული და ორი ქალბატონის ქორწინებაზე გვიყვება, რომელიც 1901 წელს განვითარდა.

კინოპრემიერის საპატიო სტუმარი 54 წლის მსახიობი ჯულიეტ ბინოში გახდა, რომელიც ფესტივალის წითელ ხალიჩაზე პირველი გამოჩნდა. წელს ბინოში ბერლინის კინოფესტივალის ჟიურის წევრია და ის თითქმის ყველა პრემიერას დაესწრება.

ბინოშმა არჩევანი „ბარბერის“ ატლასის თეთრ კაბაზე გააკეთა, რომელიც მინიმალისტურად იყო დატვირთული აქსესუარებით. წითელ ხალიჩაზე ბინოშს „ბერლინალეს“ ხელმძღვანელი, დიტერ კოსლიკი შეუერთდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g