ყველას კარად გვახსოვს 90-იანი წლების პოპულარული ტელეშოუ, „ლუისი და კლარკი“, სადაც დინ ქეინი სუპერმენის როლს ასრულებდა. მაშინ მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. აღსანიშნავია, რომ სერიალის შემდეგ დინის კარიერა დიდად აღარ განვითარებულა. მსახიობი არც თუ ისე ხშირად ხვდება პაპარაცების ყურადღების ცენტრში.
თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ ყოფილმა სუპერგმირმა მაინც მოახერხა ტაბლოიდების ყურადღების მიპყრობა. ის საყიდლებზე დააფიქსირეს. 54 წლის მსახიობს სუპერმენის ჰუდი ეცვა, რომელსაც უცნაური დიზაინის სათვალე და ჩუსტები შეუხამა.
20 წლის შემდეგ „კლარკი“ საკმაოდ შეცვლილია, ის საგრძნობლადაა წონაში მომატებული.