უმა თურმანი, რომელიც ბოლო დროს იშვიათად ჩნდება გადასაღებ მოედანზე, ისევ დაბრუნდა. საუბარია სერიალ „დექსტერის“ ახალი სეზონის შესახებ, რომლის სახელწოდებაა, „დექსტერი გამოღვიძება“, სადაც უმა ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. „მოკალი ბილის“ ვარსკვლავი გადასაღებ მოედანზე ფანტასტიკურად გამოიყურებოდა შავ შარვალსა და მწვანე როლინგში.
ფოტოებიდან ჩანს, რომ უმა სერიალში პოლიციის ოფიცრის როლს ასრულებს. მკვეთრად შეცვლილია მისი იმიჯი, თმის ვარცხნილობა. უმა თურმანი სერიალში სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიწვიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ჰონორარი საკმაოდ მაღალია, სერიალში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ჯონ ლიტგოუ და ჯულაი სთაილზი.
54 წლის უმა თურმანი, გადაცემის ჩაწერაზე, კლასიკურ ანსამბლში ბრწყინავდა




