ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა 26 აგვისტოდან 2 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა და 1205 გამოკითხულს მოიცავს.
კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, თუ რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, 55.7%-მა “ქართული ოცნება” დაასახელა. სხვა პარტიების პროცენტული წილი ასე გადანაწილდა:
“ნაციონალური მოძრაობა” – 16,2%
“გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი” – 6,0%
“ევროპული საქართველო” – 5,6%
“ლეიბორისტული პარტია” – 4,5%
“პატრიოტთა ალიანსი” – 3,9%
“ლელო” – 3,7%
“გირჩი” – 2,2%
“ერთიანი საქართველო” – 1,0%
“თავისუფალი დემოკრატები” – 0,5%
სხვა – 0,7%
Survation -ის მეთოდოლოგია განსხვავებულია და კვლევაში არ ითვალისწინებს იმ ადამიანებს, ვინც პასუხს არ სცემს რამდენჯერმე დასმულ კითხვაზე.
