LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

55 წელს გადაცილებული პირები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას დღეს, 18:00 საათიდან შეძლებენ

100
ვაქცინაცია - აცრა

55 წელს გადაცილებული პირები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას დღეს, 18:00 საათიდან შეძლებენ. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გააკეთა. მისი თქმით, დარეგისტრირებული პირები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 5 აპრილიდან აიცრებიან.

“სულ 8909 ვაქცინაა ჩატარებული. აქედან 6893 „ასტრაზენეკას“, 2016 პირი კი “ფაიზერის” ვაქცინით აიცრა. დღეს 18:00 საათზე გაიხსნება რეგისტრაციის შესაძლებლობა 55 წელს ზემოთ პირებისთვის, რომლებიც ჩაეწერებიან რიგში და აცრისთვის ვიზიტზე მისვლის შესაძლებლობა ექნებათ 5 აპრილიდან”, – განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა “ასტრაზენეკას” ვაქცინით 15 მარტიდან, “ფაიზერის” ვაქცინით აცრა კი 30 მარტიდან დაიწყო.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, “წინასწარი ინფორმაციით, შაბათს საქართველოში შემოვა 100 ათასი დოზა ჩინური ვაქცინასინოფარმი“, რომელიც ქვეყანამ შეიძინა და კიდევ 100 ათასი დოზა ჩინური „სინოვაკი“, რომელიც ჩინეთმა საქართველოს აჩუქა”.

magti 5g