ცოტა ხნის წინ ანტონიო ბანდერასმა განაცხადა, რომ მას არ უყვარს კლუბური ცხოვრება და ურჩევნია საყვარელ ქალთან დრო სახლში გაატაროს. როგორც ჩანს, მსახიობს მაინც მოუწია 36 წლის გერლფრენდის, ნიკოლ კიმპელის ცხოვრების რითმზე გადართვა. წყვილი იტალიური ფილმის ფესტივალისადმი მიძღვნილ ავთერფართიზე გამოჩნდა.
ფოტოებზე წყვილი ბედნიერი ჩანდა. თავად ბანდერასი ჯინსის შარვალსა და სპორტულ ზედაში იყო გამოწყობილი, კიმპელს კი მისი საყვარელი თეთრი ფერის სამოსი ეცვა და ბრწყინავდა საყვარელი მამაკაცის გვერდით.