ჯენიფერ ენისტონს რომანი პლასტიკურ ქირურგთან აქვს. ამის შესახებ დასავლური მედია აქტიურად წერს. საქმე ისაა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში 55 წლის მსახიობის ვიზიტები ექიმებთან საგრძნობლად გახშირდა.
წყაროს ცნობით, ერთ-ერთი ვიზიტის დროს, მან პლასტიკური ქირურგი გაიცნო, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდა, თუმცა, ჯერჯერობით მისი ვინაობა უცნობია. ახალ სასიყვარულო კავშირს თავად ენისტონიც გულმოდგინედ მალავს.
ცნობისთვის, პლასტიკური ქირურგის კაბინეტთან პირველად ჯენიფერი, სანდრა ბულოკთან ერთად რამდენიმე თვის წინ შენიშნეს. დასახელდა თანხაც, რასაც ენისტონი ინექციურ კოსმეტოლოგიის პროცედურებში ხარჯავს. ინსაიდერების ცნობით, ექიმთან ბოტოქსი 3000 დოლარი ღირს, სახის გადაჭიმვა კი 50 000 დოლარიდან, 100 000 დოლარამდე ჯდება.
აღსანიშნავია, რომ ჯენიფერ ენისტონის პარტნიორების ვინაობა დღემდე საიდუმლოებითაა მოცული. ის ჯასტინ ტერუს 2018 წელს დაშორდა, მანამდე კი დაქორწინებული იყო ბრედ პიტზე.
სანდრა ბულოკი და ჯენიფერ ენისტონი ცნობილი პლასტიკური ქირურგის კაბინეტიდან გამოსვლის დროს გადაიღეს
55 წლის ჯენიფერ ენისტონი „ოსკარ დე ლა რენტას“ მარგალიტებით მორთულ ულამაზეს კაბაში გამოჩნდა
ვიდეო: 55 წლის ჯენიფერ ენისტონი შავ ბოდეში შეუდარებელია