LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

56 წლის დენიელ კრეიგის უჩვეულო „ლუქი“ – „ჯეიმს ბონდის“ ვარსკვლავი რეიჩელ ვაისთან ერთად „პარიზის მოდის კვირეულზე“

106
page

დენიელ კრეიგი თავის რჩეულთან, რეიჩელ ვაისთან ერთად „პარიზის მოდის კვირეულის“ ფარგლებში ჩატარებულ Loewe-ის ჩვენებას დაესწრო. წითელ ხალიჩაზე „ჯეიმს ბონდის“ ვარსკვლავი უჩვეულო „ლუქით“ იყო წარმოდგენილი. 56 წლის მსახიობს ჭრელი პრინტიანი სვიტერი ეცვა, მის „ლუქს“ კი თავისუფალი სტილის შარვალი და ბათინკები ასრულებდა.

რაც შეეხება დენიელისა და რეიჩელის კავშირს. მათ ერთმანეთი 1990-იან წლებში გაიცნეს, თუმცა ურთიერთობა 2010 წელს დაიწყეს. თავდაპირველად მეგობრობდნენ, თუმცა შემდეგ მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. მათ საერთო ვაჟი ჰყავთ.

ცნობისთვის, კრეიგი 2025 წლის „ოქროს გლობუსის“ ნომინანტებში დასახელდა, მან „საუკეთესო მსახიობი მამაკაცის“ ნომინაცია მოიპოვა ლუკა გუადანინოს ახალი ფილმისთვის, „ქვიარი”.

„ოქროს გლობუსის“ ნომინანტის უშრეტი შარმი – 57 წლის დენიელ კრეიგის დახვეწილი გამოჩენა

შევერცხლილი დენიელ კრეიგი და უბერებელი რეიჩელ ვაისი წითელ ხალიჩაზე ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები