მელანი გრიფიტი ფოტოგრაფებმა ბევერლი-ჰილზში ფიტნეს ცენტრიდან გამოსვლის დროს გადაიღეს. ცნობილია, რომ გრიფიტი ფიტნეს მოყვარულია და დღის მანძილზე დიდ დროს ატარებს სპორტ-დარბაზში.
58 წლის მსახიობი ფანტასტიურ ფორმაშია, მას სხეულის იდეალური პროპორციები აქვს, რასაც ვერ ვიტყვით მელანის გრიფიტის სახეზე. 90-იანი წლების სუპერვარსკვლავი საგრძნობლად შეიცვალა და ასაკი შეეტყო. ამის მიუხედავად ის ფანტასტიურ ხასიათზე გამოვიდა ფიტენს ცენტრიდან და თბილად უღიმოდა პაპარაცებს.