გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 4 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 871 580-ია.
ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 4 042-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 813 872-მდე გაიზარდა.
კოვიდინფექციამ კიდევ 59 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 12 466 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 32 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 6 545 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 1 135-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 47 328, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 36 011, PCR ტესტით – 11 317.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,53%, ბოლო 14 დღის – 8,52%, ბოლო 7 დღის – 8,13%.
დღიურად აცრილთა რიცხვი –12 194-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.