LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

59 წლის ქალმა პოლიციას მოატყუა, რომ მანქანა მოჰპარეს – მას სადაზღვევო კომპანიისგან ფულის მიღება სურდა

220
სამგორი პოლიცია

59 წლის ქალი, რომელმაც პოლიციას შეატყობინა, რომ მისი მანქანა მოპარულია, დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალად თაღლითობის მცდელობა და ცრუ დასმენა ედება.

უწყებაში ამბობენ, რომ ისანი-სამგო.რის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩიდან მოპარული იყო ავტომობილი. 

“გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ ავტომობილის მფლობელმა, საქართველოს და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფ.ს.-მ, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით,

სადაზღვევო კომპანიისგან თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების მიზნით, თავისი კუთვნილი ავტომობილი მეგობრის ავტოფარეხში დააყენა, ხოლო სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ავტომობილი მოჰპარეს.

“ავტომობილის ქურდობის შესახებ პოლიციისთვის შეტყობინების შემდეგ, ფ.ს.-მ საქართველო მალევე დატოვა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იგი მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.”, – ამბობენ უწყებაში.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

magti 5g