LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5G და კორონავირუსი – დიდ ბრიტანეთში ანძებზე ნადირობა გამოცხადდა

9698
55გგგ

საზოგადოების დიდი ნაწილი კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქების უკან, სხვადასხვა შეთქმულების თეორიებს ხედავს.

კორონავირუსის გარშემო შექმნილი შეთქმულების თეორიები

"არ გეჩვენებათ, რომ ძლიერთა ამა ქვეყნისა გადაწყვიტეს, რომ ყოველგვარი ომის გარეშე, ამ კორონავირუსის ფსიქოზით და ინფოდემიით გადააკეთონ მსოფლიო"

ბოლო დროს გაჩნდა კიდევ ერთი მოსაზრება, რომ ახალი თაობის მობილური ინტერნეტის ქსელი 5G ვირუსის კატალიზატორია და ადამიანებს კორონავირუსი სწორედ ახალი თაობის ინტერნეტ ქსელის გამო უვითარდებათ.

გავრცელდა ვიდეოები, რომლებზეც ასახულია ხანძრის ალში გახვეული 5G ანძები. მომხდარ თავდასხმებზე დიდი ბრიტანეთის მედია აქტიურად წერს.

ვიდეოებს თან ახლავს ტექსტებიც, რომლითაც ირკვევა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანები ამ ანძებს ცეცხლს “სასიკვდილო საფრთხის” გასანეიტრალებლად უკიდებენ. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი ერთ-ერთია, სადაც ანძებზე ნადირობაა გამოცხადებული. 

რამდენიმე ადგილობრივ რადიოსადგურში, ყოველგვარი სამეცნიერო საფუძვლის გარეშე ჰყვებიან ვერსიებს, თუ როგორ იწვევს 5G ქსელი “ახალი კორონავირუსის” გააქტიურებას, მუტაციას, ადამიანის ფილტვებიდან ჟანგბადის შეწოვას და ა.შ.

ლონდონის მოსახლეობის ნაწილი არა მარტო არბევს ანძებს, ისინი შეურაცხყოფას აყენებენ და საქმიანობაში ხელს უშლიან იმ ადამიანებს, ვინც ახალი მობილური ქსელის გასამართ საინჟინრო საქმიანობას უშუალოდ ახორციელებს.

რადიკალების ქმედებით აღშფოთებულმა წამყვანმა მობილურმა ოპერატორებმა, მოსახლეობას მოუწოდეს შეწყვიტონ თავდასხმა 5G ქსელის გამავრცელებელ კოშკურებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g