ირანის დასავლეთით, ერაყის საზღვართან ახლოს 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. The Washington Post-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ მიწისძვრის შედეგად 70-მდე ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრში 6 სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მიწისქვეშა ბიძგები ზედაპირიდან 65 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.