“6 აპრილიდან აღსრულების ეროვნული ბიურო მუშობას განაახლებს, მუშობა განახლდება გამარტივებული წესით,”– ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა. როგორც თეა წულუკიანმა განმარტა, სამართალწარმოეაბა დედნის გარეშე დაიწყება.
„ორშაბათიდან აღსრულების ეროვნული ბიურო მუშობას განაახლებს. სამართალწარმოება დაიწყება დედნის გარეშე,აღსრულების ეროვნული ბიუროსადმი დისტანციური მიმართვის საფუძველზე, პორტალ MY.GOV.GE-ის მეშვეობით ან პირდაპირ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმეილზე დოკუმენტაციის გაგზავნით. ყველა სერვისი, რომელსაც აღსრულების ეროვნული ბიურო გასცემდა ვირუსის გავრცელების დაწყებამდე, განახლდება დისტანციური მომსახურების რეჟიმში, გარდა გამოსახლებებისა, ვინაიდან ეს საკითხი და ეს მოქმედება საჭიროებს ოჯახში შესვლას. ვინაიდან ჩვენ თავიდან ვიცილებთ მოქალაქეებთან კონტაქტს და მოქალაქის თანამშრომელთან კონტაქტს, ეს იქნება ის საქმიანობა, რომელიც ორშაბათიდან არ და ვერ აღდგება. დანარჩენ ნაწილში ბიურო დისტანციურ რეჟიმში სრულად აღადგენს საკუთარ საქმიანობას. რაც შეეხება სანოტარო მომსახურებას, ორი ლოკაცია განისაზღვრა უკვე თბილისში, ორი ნოტარიუსი ყოველდღიურ რეჟიმში დილიდან 14 საათამდე გასცემს სანოტარო მომსახურებას, ამ ლოკაციებს დაემატება თბილისში მესამე ადგილი, ასევე ბათუმში, და ქუთაისში შესაბამის მისამართებზე“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.