LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“6-დან არც ერთი საქმე არ მისულა შედეგამდე” – ანა დოლიძე თვალთვალის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მივიდა

65
BeFunky-collage

მოძრაობა „ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე გენერალურ პროკურატურაში თვალთვალის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მივიდა. საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე  დოლიძემ ჟურნლისტებს განუცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით სკეპტიკურადაა განწყობილი.

მიუხედავად ამისა, დოლიძე მზადაა პროკურატურასთან ითანამშრომლოს.

„ერთი წლის განმავლობაში 6-ჯერ მაინც მაქვს განცხადება შეტანილი ორგანოებში სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით. დაწყებული ბინის ქურდობით, დამთავრებული კამპანიის დროს თვალთვალთან დაკავშირებით. პირდაპირი მტკიცებულებები გვქონდა მოტანილი, როგორ გვიწერდნენ და გვითვლთვალებდნენ. 6-დან არც ერთი საქმე არ მისულა შედეგამდე.

დღეს მე მოვედი გამოკითხვაზე, როგორც მოწმე, მაგრამ ამ საქმეებზე როგორც სხვა საქმეებზე განწყობილი თავიდანვე სკეპტიკურად ვარ. მე მოწოდებული ვარ პროკურატურასთან ვითანამშრომლო!”. – განაცხადა ანა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g