LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 ევროპული ქალაქი, სადაც შემოდგომის ბოლოს წასვლა ყველაზე კარგი იდეაა

139
IMG_0069

მართალია, შემოდგომა უკვე გავაცილეთ და ზამთრის პირველ დღეებსაც შევეგებეთ, თუმცა თუკი მოგზაურობა ვერ მოასწარით და წითელ-ყვითელი ევროპის ნახვაზე უარს არც ახლა იტყოდით, დრო ჯერ კიდევ გაქვთ რათა ამ ჯადოსნობით დატკბეთ. ნოემბრის ბოლო და დეკემბრის დასაწყისი საუკეთესო დროა მელანქოლიური ფიქრებისთვის, აუარებელი ემოციებისთვის და სადმე ევროპულ სოფელში უგემრიელესი ღვინის დაგემოვნებისთვის.

ბრიუგე (ბელგია)
ბრიუგე შემოდგომის ბოლოსთვის განსაკუთრებით ლამაზია და დასახლებას ნოემბერში ნაკლები ტურისტები რომ ჰყავს, სულ ტყუილად. ნაკლებად ცხელ ტურისტულ სეზონზე ყველაფერს უფრო იაფად ნახავთ, იქნება ეს სასტუმრო თუ კვება.
ადგილზე ჩასულებს ბრიუგეს ულამაზეს არხებში ნავის ტურის აღებაც არ დაგავიწყდეთ.

თელეტინი (ჩეხეთი)
პრაღის დიდებულება ბევრ ადამიანს მიიზიდავს, თუმცა თუკი რამე განსხვავებული გსურთ, მეტ ბუნებასა და სილამაზეზეც არ იტყოდით უარს, მაშინ სოფელ თელეტინს უნდა მიაკითხოთ. ამ საოცრებას პრაღის სამხრეთში აღმოაჩენთ. ადგილზე დაგხვდებათ ტყეები და შთამბეჭდავი ჩანჩქერები, ამიტომ ამ სოფელს ერთი შანსი ნამდვილად უნდა მისცეთ.

ჰარცის მთები (გერმანია)
აუცილებელი არ არის თოვლის მოსვლას დაელოდოთ, რათა ქვემო საქსონიაში, ჰარცის მთიანეთი მოინახულოთ. რეგიონი, სადაც არაერთი ძველი ქალაქი მდებარეობს, გერმანიის უძველეს ტრადიციებს აცოცხლებს. ჰარცის მთებს უცხოელები ნაკლებად იცნობენ და როგორც წესი, მათი ნახვის შემდეგ ბევრ სიურპრიზს აღმოაჩენენ ხოლმე.

ლუარი (საფრანგეთი)

ყურძნის მოსავალი უკვე აღებულია და ღვინოც დაწურულია, თუმცა ვენახების ხატოვანი სილამაზე თვალს მაინც ძალიან ახარებს.
ლუარის რეგიონში შემოდგომა ყველაზე მეტად სწორედ ვენახებში იგრძნობა, თანაც მთელი თავისი დიდებულებით. მდინარე ლუარი კი ამ სანახაობას სისრულეს და მეტ მშვენებას მატებს.

სტოკჰოლმი (შვედეთი)

შემოდგომის დასასრულს შვედეთის მონახულება საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რათა თქვენი თვალით ნახოთ თუ როგორ ემზადებიან ვიკინგთა შთამომავლები ცივი და გრძელი ზამთრისთვის.
ცივ ამინდში სკანდინავიელებს სახლების დატოვება არ უყვართ, მათი ნაწილი კი ბარებში გადაინაცვლებს. ეს კი ახალი ნაცნობებისა თუ მეგობრების გაჩენის საშუალებას მოგცემთ.

კაუნასი (ლიეტუვა)

ლიეტუვის სიდიდით მეორე ქალაქი, სადაც თვით ნაპოლეონს გაუვლია, მოსანახულებლად ნამდვილად ღირს. დასახლება სავსეა საინტერესო ლოკაციებით, დასათვალიერებელიც საკმაოდ ბევრია, მაგალითად, ისეთი როგორიცაა Baroque Pažaislis Monastery, რომელიც ბალტიისპირეთის ყველაზე რომანტიკულ ადგილად ითვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები