LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 მარტივი რჩევა სეზონური ვირუსების თავიდან ასარიდებლად

142
Sick woman with fever symptoms at home

სეზონური გრიპისა და მისი გართულებების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზა ალბათ ვაქცინაციაა, თუმცა პრევენციას ხელს უწყობს ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებაც. მაგალითად, ისეთის როგორიცაა – დაავადებული ადამიანებისგან თავის შორს დაჭერა, ხელების ხშირად დაბანა და ა.შ.

სპეციალისტებმა მეტი სიზუსტისთვის რამდენიმე რჩევა გაგვიზიარეს და მათი ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვა ვირუსებისგან თავის დაცვაში აუცილებლად დაგეხმარებათ:

1. მოერიდეთ ახლო კონტაქტს

მოერიდეთ ახლო კონტაქტს იმ ადამიანებთან ვინც თავს არც თუ ისე კარგად გრძნობს. დაიცავით დისტანცია, რათა თქვენც არ დაავადდეთ.

2. დარჩით სახლში, როცა ავად ხართ
თუკი ამის შესაძლებლობა არსებობს გაციების შემთხვევაში არც წახვიდეთ სამსახურში, სკოლაში და არ გაავრცელოთ ვირუსი.

3. დაიფარეთ პირი და ცხვირი
დაცემინების დროს პირი და ცხვირი დაიფარეთ და დაიცავით თქვენს გარშემო მყოფები. ვირუსები ხომ სწორედ ასე ვრცელდება.

4. დაიბანეთ ხელები
ხელების ხშირად დაბანა ბევრი ვირუსისა და ბაქტერიისგან დაგიცავთ. მაშინ როცა წყლის საშუალება არ არის, გამოიყენეთ სანიტაიზერი.

5. მოერიდეთ თვალების, ცხვირისა და პირის ხშირად შეხებას
ვირუსები მაშინ ვრცელდება როცა ადამიანი თავის თვალებს, ცხვირს და პირს ეხება.

6. სხვა ჯანსაღი ჩვევები
ხშირად გაასუფთავეთ სახლი, სამუშაო კაბინეტი თუ ის ადგილი სადაც დიდ დროს ატარებთ. კარგად გამოიძინეთ, იყავით ფიზიკურად აქტიური, მართეთ სტრესი, მიიღეთ ბევრი სითხე და იკვებეთ ჯანსაღად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები