LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 მიზეზი, რატომ გვკბენენ კოღოები სხვა ადამიანებზე მეტად და რა არის გამოსავალი

1545
6 მიზეზი, რატომ გვკბენენ კოღოები სხვა ადამიანებზე მეტად და რა არის გამოსავალი

ალბათ შეგინიშნავთ, რომ რიგ ადამიანებს კოღოები უფრო ხშირად კბენენ, ვიდრე სხვებს. ჩვენ ვეცდებით გავარკვიოთ, რა არის ამის მიზეზი.

კვლევებმა აჩვენა, რომ კოღოებს იზიდავს მწვანე, წითელი და შავი ფერის სამოსი, ნაკლებად მიდიან ნაცრისფერი და თეთრი ფერის სამოსთან, რაც ამყარებს ეჭვს რომ მუქი ფერების გარჩევა უფრო შეუძლიათ. ასევე კოღოებს იზიდავს ზოლიანი და პრინტიანი სამოსი, ამიტომ ყველაზე უსაფრთხო ბუნებაში გასვლისას, გახვალთ ღია და სადა სამოსი.

როგორც კვლევები აჩვენებს, კოღოები ადვილად კბენენ იმ ადამიანებს, ვინც დიდი ოდენობით მიირთმევს მარილიან, ტკბილ და კალიუმით მდიდარ საკვებს.

ასევე დადგენილია, რომ ალკოჰოლის მოხმარება ზრდის კოღოების მომრავლების რისკს.

კოღოები მიდიან ადამიანთან, რომელიც ადვილად გამოყოფს ოფლს.

კოღოების გავრცელების არეალი, თბილი და განათებული ადგილებია.

ასევე არის ვერსია, რომ კოღოებს აქვთ დამოკიდებულება გარკვეული სისხლის ჯგუფის მიმართ, თუმცა ეს ვერსია კვლევებით გამყარებული არ არის.

იმისთვის, რომ კოღოების მომრავლების საფრთხე ავიცილოთ, საკმარისია რამდენიმე მარტივი რჩევის გათვალისწინება: აუცილებლად მიიღეთ შხაპი ვარჯიშის შემდეგ, მოერიდეთ ზაფხულში ბუნებაში ვარჯიშს, მოიხმარეთ ღია ფერის სამოსი გრძელი მკლავით. ეცადეთ მოერიდოთ დილით ადრე სეირნობას, განსაკუთრებით ბუნების წიაღში. მოერიდეთ ტბებსა და დაგუბებულ წყლებს, სადაც კოღოები ადვილად მრავლდებიან და აუცილებლად გამოიყენეთ სახლში დამცავი ბადეები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g