LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 რამ რაც ექიმს არასდროს უნდა დაუმალოთ – სპეციალისტის რჩევა

43
Capture

ალბათ არავინ გრძნობს თავს კომფორტულად, როცა თავისი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობის დეტალების ექიმისთვის, ანუ სრულიად უცხო ადამიანისთვის უწევს გაზიარება. თუმცა, გულწრფელობა ასეთ ურთიერთობებში ყოველთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია. თუკი თქვენს მკურნალს ყველა ნიუანსს და დეტალს არ გაუმხელთ, წარმატებული მკურნალობის იმედიც არ უნდა გქონდეთ.
სპეციალისტებმა დაასახელეს რამდენიმე ფაქტი, რომელიც თქვენს ექიმს არასდროს უნდა დაუმალოთ.

1. ნარკოტიკი, დანამატები, ვიტამინები
თქვენმა მკურნალმა ზუსტად უნდა იცოდეს, თუკი რაიმე ქიმიურ საშუალებას იღებთ. საუბარია ყველანაირ ვიტამინზე, დანამატზე, ხალხურ წამალსა თუ ნარკოტიკზე. ექიმს ზუსტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რომ მკურნალობისას გვერდითი ეფექტები აირიდოს თავიდან.

2. სარისკო ქცევა
მოწევა, დაუცველი სექსუალური კავშირი ან სხვა სარისკო ქცევა რომლის აღიარებაც შესაძლოა დიდად არ გსიამოვნებდეთ, ექიმს პირველ რიგში უნდა უთხრათ. ხშირად ადამიანებს არ სურთ თავიანთ ინტიმურ კავშირებზე საუბარი, არადა შესაძლოა მათ ქცევაში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ქცევა იმალებოდეს.

3. ტკივილი ან სტრესი
ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ფიზიკურ ან ემოციურ ტკივილზე საუბარი საჭირო არ არის და გარკვეულ დეტალებს თავისთვის ინახავენ. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მკურნალობის შემდეგ პაციენტებს სურთ რომ ექიმებს დაუმტკიცონ (ან გული არ დასწყვიტონ) თითქოს უკეთესობა აქვთ, არადა სინამდვილეში ეს ასე არ არის. ასე რომ მკურნალს არანაირი სიმპტომი არ უნდა დაუმალოთ.

4. რატომ დანიშნეთ ვიზიტი

ექიმს ზუსტად უნდა აუხსნათ, თუ რატომ ჩანიშნეთ ვიზიტი და ჩამოთვალოთ ყველა დეტალი რაც თქვენს ჯანმრთელობას უკავშირდება.

5. ოჯახის ისტორია
არსებობს უამრავი მდგომარეობა რომელიც გენეტიკურ ფაქტორებს უკავშირდება და ოჯახის ისტორიის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. ექიმმა არსებული რისკები ზუსტად უნდა იცოდეს.

6. ქრონიკული პრობლემები
აცნობეთ ექიმს თქვენი პრობლემა ახალია თუ ძველი. დიაგნოზის დასმისას იმის ცოდნა თუ რამდენი ხნისაა ესა თუ ის სიმპტომი – ძალიან მნიშვნელოვანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები