LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 საუკეთესო აპლიკაცია ბიუჯეტური მოგზაურობისთვის

162
აპლიკაცია

თუკი მოგზაურობა გიყვართ და თან ბევრი ფულის დახარჯვაც არ გსურთ, მაშინ ეს აპლიკაციები ძალიან გამოგადგებათ.

  1. Couchsurfing – საიტი, რომელიც უფასო საცხოვრებლის პოვნის საშუალებას იძლევა. მისი დახმარებით იპოვით მასპინძელს და გარდა საცხოვრებლისა, ხშირ შემთხვევაში გიდიც დაგხვდებათ, რომელიც ადგილობრივ კულტურას სიამოვნებით გაგიზიარებთ.
  2. Maps me – ეს არის რუკა, რომელსაც ინტერნეტი არ სჭირდება და ოფლაინ რეჟიმშიც არაჩვეულებრივად მუშაობს. მისი დახმარებით, არსად დაიკარგებით.
  3. Airalo – ეს არის ვირტუალური სიმ-ბარათი, სწრაფი და იაფი ინტერნეტის მისაღებად.
  4. Omio – აპლიკაცია რომელიც თვითმფრინავის, მატარებლის და ავტობუსის ყველაზე ბიუჯეტური მარშრუტის დასაგეგმადაა შექმნილი. თქვენ უბრალოდ უთითებთ ადგილს და დანარჩენს უკვე სისტემა თავად აგვარებს.
  5. Wifi Finder – უფასო ინტერნეტის საპოვნელი აპლიკაცია, რომელიც ეძებს ადგილებს, სადაც ინტერნეტთან წვდომას შეძლებთ.
  6. Flush – ძალიან სასარგებლო აპლიკაცია, რომელიც ყველაზე ახლოს მდებარე საზოგადოებრივ ტუალეტებს გაპოვნინებთ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები