LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 თვეში უბილეთო მგზავრების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 191%-ით მეტი თანხა შევიდა

175
ავტ

2023 წლის იანვარ-ივნისში, უბილეთო მგზავრობაზე გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 190,8%-ით ანუ თითქმის 3-ჯერ მეტი თანხა შევიდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს 6 თვეში უბილეთო მგზავრებზე 2 130 299 ლარის ჯარიმა გამოიწერა, 2022 წლის იანვარ-ივნისში – 732 659 ლარის.

გაზრდილია სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 6 თვეში ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 169,289 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 121,698 მლნ ლარი.

ცნობისათვის, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი – 40 ლარი.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g