როგორც ცნობილია, ლეგენდარულ ბრიტანულ როკ-ჯგუფს, Led Zeppelin-ს პლაგიატში ადანაშულებდნენ. საუბარია ეპოქალურ კომპოზიციაზე Stairway To Heaven. სულ ცოტა ხნის წინ „ბიბისიმ“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ 6-წლიანი სასამართლო დავა დასრულდა და Led Zeppelin-მა ნამუშევარზე საავტორო უფლებები მოიპოვა.
შეგახსენებთ, ჯგუფის წინააღმდეგ სარჩელი კოლექტივმა Spirit შეიტანა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ გიტარისტმა ჯიმი პეიჯმა ამ სინგლის გიტარის პარტიისთვის, მათი სიმღერის Taurus-ის მოტივები გამოიყენა.