გოგონა, რომელიც დედამ 2 წლის ასაკში მიატოვა, საკუთარ სახლზე ოცნებობს. ლანჩხუთელი ნინო ადეიშვილი ახლა 6 წლისაა და დედისგან მიტოვებულს მამა, 29 წლის ზაქრო ადეიშვილი ზრდის. ზაქროს, გარდა შვილისა, მოხუცი დედა, მამა და ბიძა ჰყავს მოსავლელი, სამივე მათგანი შრომისუუნაროა და ლოგინად არის ჩავარდნილი.
ახალგაზრდა მამაკაცი ოჯახს და საკუთარ თავს ფიზიკური შრომით მოპოვებული მიზერული ანაზღაურებით ინახავს.
ოჯახის მდგომარეობა 2016 წელს სახლში გაჩენილმა ხანძარმა კიდევ უფრო დაამძიმა, ადეიშვილების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა, გამგეობამ კი მათთვის 1000 ლარის გამოყო. ეს თანხა მხოლოდ საძირკველის ამოსაჭრელად აღმოჩნდა საკმარისი, ოჯახი იძულებული გახდა, ორ ნაწილად გაყოფილიყო. ამჯერად ზაქრო ადეიშვილი 6 წლის გოგონასთან ერთად თავს მეზობლის სახლს აფარებს, დედა, მამა და ბიძა კი დროებით ცალკე მოათავსა.
პატარა გოგონა და მისი ოჯახი დახმარებას ითხოვენ, ადეიშვილების ინფორმაციით,არცერთი უწყება მათი მდგომარეობით არ დაინტერესებულა.
დედის გარეშე გაზრდილი ნინო ამბობს, რომ საკუთარ ოთახსა და პეპლებით მოხატულ კედლებზე ოცნებობს, რომლის ასრულებაც ყველა ჩვენგანს შეუძლია.
ანგარიშის ნომერი ლიბერთი ბანკში:
ზაქრო ადეიშვილი: GE81LB0711199179557000
Swift: LBRTGE22

