LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 წლის საბას მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა – ოჯახი საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებას ითხოვს

c0677450d7634e15a51803a0961edd21_XL

მრავლობითი დიაგნოზით ჰოსპიტალიზებული 6 წლის საბა კიწმარიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება. ბავშვს 4 სხვადასხვა დიაგნოზი დაუდგინდა, თუმცა საბოლოო პასუხი ექიმებს კვლავაც არ აქვთ.

ბავშვი საავადმყოფოში თავდაპირველად ბათუმში მოათავსეს, რამდენიმე დღეში კი საჭირო გახდა მისი თბილისში გადმოყვანა.

ბავშვის ბიძა, გიორგი საფარიძე ჯანდაცვის სამინისტროს ჩართვას ითხოვს, რადგან მათ თურქეთის კლინიკაში უნდათ ბავშვის გადაყვანა. ოჯახი დახმარებას და საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებას ითხოვს.

„მუცელში ჩაუდგა წყალი, ფილტვები დაეხურა და გუშინწინის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა გახდა ძალიან კრიტიკული. ექიმი გვეუბნებოდა, ყველაფერი კარგად არისო, ამ დროს გამოვართვით ანალიზები ბავშვის, რა ანალიზები უკეთდებოდა და მოვითხოვეთ, რომ სტამბოლში წაგვეყვანა ბავშვი. ექიმმა გუშინ გვითხრა, რომ მე ვიღებ ყველაფერს ჩემს თავზეო და არ არის საჭირო ეს ყველაფერიო და დილამდე კიდევ დაველოდოთო. დილას უკვე არავინ არ დაგვკავშირებია და დავრეკეთ ბავშვს, სიცხე თუ აქვსო, სიცხე კი არა, ექიმი პირდაპირ გვეუბნება, ბავშვს ყველაფერი დაეხურა, მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი ბავშვიო,“ – ამბობს გიორგი საფარიძე.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ბავშვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით კლინიკის სრული რესურსი იყო ჩართული. ჩხაიძე ოჯახის პრეტენზიებსაც პასუხობს და აღნიშნავს, რომ კლინიკამ ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველა საჭირო დოკუმენტი მოთხოვნისთანავე გადასცა.

„ის იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე და მიმდინარეობს დიაგნოზების შესაბამისი მკურნალობა. რაც შეეხება მშობლების პრეტენზიას, რომ ჩვენ დიაგნოზი არ მივეცით და დოკუმენტაცია არ გადავეცით, პაციენტის მშობლების მოთხოვნისთანავე ძირითადი დოკუმენტაცია, რომელიც მას სჭირდებოდა იმისთვის, რომ უზრუნველყო საზღვარგარეთ მისი წაყვანა, ეს არის ფორმა 100, მათ მიეცათ,“ – განაცხადა ჩხაიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g