LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

60 000 დოლარამდე ხელფასი – „საპენსიო სააგენტო“ კადრებს ეძებს

688
780_PENSIA

„საპენსიო სააგენტომ“ საინვესტიციო საბჭოს წევრების ვაკანსიები Financial Times-ში გამოაქვეყნა. სააგენტოს ინფორმაციით, ვაკანსიები სხვა საერთაშრისო გამოცემებშიც გამოქვეყნდება.

განცხადების მიხედვით, საინვესტიციო საბჭოს წევრის ხელფასი წელიწადში 60 000 დოლარამდე იქნება და ამასთან, სახელმწიფო საბჭოს წევრების სრულ სამგზავრო ხარჯებს დაფარავს.

აპლიკაციის მიხედვით, საინვესტიციო საბჭოს წევრები და მისი თავმჯდომარე არ არის აუცილებელი საქართველოში მუდმივად იმყოფებოდნენ. საბჭოს წევრები საქართველოს წელიწადში მინიმუმ ერთხელ უნდა ესტუმრონ, ხოლო საშუალოდ, წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ჯამური რაოდენობა 72 საათია.

აპლიკაციების მიღება 6 აპრილს შეწყდება, რის შემდეგაც 5 დღის განმავლობაში შესარჩევი კომისია შეარჩევს კანდიდატებს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საინვესტიციო საბჭოს ხუთ წევრს, რის შემდეგაც დამტკიცდება უფროსი საინვესტიციო ოფიცერი. ასევე პარალელურ რეჟიმში დაკომპლექტდება რისკის კომიტეტი, რომელიც სამი წევრისგან შედგება.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი კომისია შვიდი წევრისგან არის დაკომპლექტებული. ესენი არიან: აკაკი ზოიძე, ირაკლი კოვზანაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ქობულია, ივანე მაჭავარიანი, დავით სერგეენკო, ზურაბ ლალაზაშვილი.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საპენსიო ფონდში უკვე 113 მილიონი ლარია მობილიზებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები