LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

60 ათასი ლარი მაქვს დანაზოგი და წყნარად ვგრძნობ თავს – ფინანსთა მინისტრი

132
58461346_2283689095002724_1864031964130967552_n

„გინდათ ახლა გითხრათ რამდენი მაქვს დანაზოგი ლარში? განახებთ თუ გნებავთ. 60 ათას ლარამდე და ძალიან წყნარადაც ვგრძნობ თავს,“- ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი “ევროპული საქართველოს” დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილს.

საფინანსო საბიუჯეტო-კომიტეტის სხდომაზე მინისტრს საბანკო რეგულაციების შესახებ დაუსვეს კითხვა. „მე პირადად შემოსავალი მაქვს ლარშიც, დოლარშიც და ევროშიც. გინდა გითხრათ რამდენი მაქვს დანაზოგი ლარში?- ამ წუთისთვის 60 ათასი ლარი. როდესაც შემოსავალი ასეთია მაშინ შეიძლება გააკეთოს ადამიანმა დივერსიფიკაცია რა ვალუტაში შეინახავს თანხას. თუმცა რეგულაციებით და მცურავი კურსით ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ მოქალაქეები პოტენციური საფრთხეებისგან.

ჩემი შემოსავლით მე მშვიდად ვგრძნობ თავს, თუმცა ვიმეორებ რომ მსგავსი სიტუაცია მოქალაქეების უმრავლესობას არ აქვს. შესაბამისად დოლარიზაციის დონის შემცირება რისკების აღმოსაფხვრელად საჭირო და გამართლებულია“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g