მაღაზია ”Next” მომხმარებელს 60%-იან ფასდაკლებას სთავაზობს მამაკაცის კოლექციაზე.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა ისაუბრა, ფასდაკლებულ კოლექციაში მამაკაცებს კლასიკური ტანისამოსის დიდი არჩევანი ელოდება.
”ჩვენთან მოსულ მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მამაკაცის პიჯაკები, შარვლები და ზამთრის სვიტერები, ასევე ფასდაკლებაშია რამდენიმე საზაფხულო მოდელიც”, -აღნიშნა მენეჯერმა.
მისივე თქმით, მაღაზიაში ასევე დიდი არჩევანია ბავშვის ტანისამოსზე.
”Next” ინგლისური ბრენდია, შესაბამისად მაღაზიაში არსებული პროდუქცია ინგლისიდან ჩამოდის.
მაღაზიის მისამართებია: ჭავჭავაძის N4, რუსთაველის N2, პეკინის N4.