LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„60 სიმღერა, რომელმაც ჩემი ცხოვრება გადაარჩინა“ – ბონომ ფლეილისტი გაავრცელა

245
Bono-768x435

22 „გრემის“ მფლობელმა, U2-ს ფრონტმენმა ბონომ, 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით 60 კომპოზიციისგან შემდგარი ფლეილისტი გაავრცელა.

„60 სიმღერა, რომელმაც ჩემი ცხოვრება გადაარჩინა“, – ასე დაასათაურა ირლანდიური ბენდის ვარსკვლავმა მუსიკალური ნაკრები, რომელშიც ისეთი არტისტების კომპოზიციებია შესული, როგორებიც ნიკ ქეივი, The Beatles, The Rolling Stones, დევიდ ბოუი, პრინცი და მადონა არიან. ხოლო რაც თანამედროვე მუსიკალოურ არტისტებს შეეხება, ბონომ არჩევანი ბილი ალიშსა და კანიე უესტზე შეაჩერა.

„ეს გახლავთ კომპოზიციები, რომელთა გარეშეც ვერ ვიცხოვრებდი. ნამუშევრები, რომლებმაც 60 წლამდე მომიყვანეს. ყველა არტისტს დიდი მადლობა, ვინც ისინი შექმნა“, – წერს 60 წლის ბონო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები