კანის 69-ე კინოფესტივალის ფარგლებში შედგა ფილმის Blood Father პრემიერა, სადაც მთავარ როლს მელ გიბსონი ასრულებს. წითელ ხალიჩაზე 60 წლის მსახიობი პირველად გამოჩნდა ახალ მეგობარ გოგონასთან, 25 წლის დამწყებ სცენარისტთან როზალინდ როსთან ერთად.
წყვილი კამერების წინ გრძნობებს არ მალავდა, ხელჩაკიდებულები დადიოდნენ წითელ ხალიჩაზე და ერთმანეთს ეხუტებოდნენ. ტაბლოიდების ინფორმაციით, გიბსონის და როსის ურთიერთობა იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ მალე, შესაძლოა, მსახიობმა მას ხელის სთხოვოს.
მელმა და როზალინდმა ერთმანეთი გასული წლის ბოლოს გაიცნეს, როდესაც როსი გიბსონის კომპანიაში Icon Productions სამსახურის დასაწყებად მივიდა. მსახიობი გოგონას პირველივე დანახვისთანავე მოიხიბლა, მოგვიანებით წყვილი სამოგზაუროდ კოსტა-რიკასა და პანამაში გაემგზავრა.