ცოტა ხნის წინ ინტერნეტში რალფ ფაინსისა და უცნობი ქერათმიანი ქალბატონის ფოტოები გავრცელდა. მედიამ მალევე გაარკვია, რომ ეს გახლდათ ამელია რიჩარდსი, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს. ის ხშირად გამოჩენილა კამილა პარკერ ბოულზთან ერთად, რადგან დედოფალი კონსორტის უახლოესი მეგობრის შვილის, ჯეიმს ლიდსის შეყვარებულია.
როგორ ჩანს, ამელია ძველ ურთიერთობებს ემშვიდობება და ახალ ცხოვრებას ყველასთვის საყვარელ მსახიობთან, რალფ ფაინსთან აწყობს. პაპარაცებმა მსახიობი და მისი ახალი რჩეული კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, ამჯერად რომში. ფაინსი საყიდლებით ხელში დატვირთული მიემართებოდა რომის ქუჩებში, შავ პალტოში გამოწყობილი ამელია კი, ღიმილით პასუხობდა ცნობისმოყვარე პაპარაცებს.
რაც ეხება ამელიას და ჯეიმს ლიდსის, ისინი 10 წელზე მეტია ერთად იყვნენ, სანამ რიჩარდსის ცხოვრებაში ფილმის „ინგლისელი პაციენტის“ ვარსკვლავი, 60 წლის ფაინსი არ გამოჩნდა.
ყველაზე სიმპათიური ბრიტანელი – 59 წლის რალფ ფაინსი წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა