საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნისა და პანდემიის გამო დაზარალებული კომპანიების მხარდასაჭერად მსოფლიო ბანკი 85 მილიონ ევროს გამოყოფს.
ახალი პროექტი საწარმოებს დაეხმარება საფინანსო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განსახორციელებლად დაფინანსებასთან წვდომა გაუმარტივოს.
პროექტი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით, 6 ათას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს ეკონომიკისა და ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ ახალ გამოწვევებთან მორგებაში დაეხმარება.
კრედიტით გათვალისწინებულ თანხას საქართველო 2022-2026 წლებში მიიღებს და მისი ბიუჯეტი ორ ძირითად მიმართულებად ნაწილდება – 68 მილიონი ევრო “აწარმოე საქართველოში”-ს გამოეყოფა, ხოლო 12 მილიონი ევრო კი ქვეყანაში ციფრული გადახდების სისტემების გაუმჯობესებაზე უნდა დაიხარჯოს.
როგორც მან აღნიშნა ამ თანხების მეშვეობით დამატებით 6000-მდე ახალი ბიზნესი დაფინანსდება.
„მოიაზრება როგორც არსებული პროგრამების დაფინანსების გაგრძელება და გაფართოება, ვგულისხმობ სესხის პროცენტის სუბსიდირებას ასევე საკრედიტო-საგარანტიო სქემას.
ასევე მოიზარება ახალი პროგრამების შემუშავება, რაც ბიზნესებს დაეხმარება გაციფრულების მიმართულებით, ასევე მივაწვდით სხვადასხვა დახმარებას, ეს იქნება ტრენინგების, თუ სხვა საკონსულტაციო მომსახურებების სახით.
ამ თანხის ათვისება 5 წლის განმავლობაში მოხდება, გრანტი მიმართულია იმ მიზნისკენ, რომ კომპანიებს ჰქონდეთ ადვილი წვდომა ფინანსებზე, სესხის აღების დროს ჩვენ პროცენტს ვუსუბსიდირებთ, აქ შედის როგორც კაპიტალური ხარჯების პროცენტი, ასევე საბრუნავი საშუალებების პროცენტის სუბსიდირება, რაც უზრუნველყოფს გაზრდილ წვდომას ფინანსებზე.
რაც შეეხება ვის შეუძლია ისარგებლოს-კონკრეტული პროგრამების მიხედვით, როგორც აღვნიშნე სესხის სუბსიდირება და საკრედიტო-საგარანტიო სქემა, გვაქვს განსაზღვრული სექტორები, მათ შორის საკმაოდ ფართოა დაფარვა 200-ზე მეტი სექტორი შედის სესხის პროცენტის სუბსიდირებაში და იგივე საკრედიტო-საგარანტიო სქებაში, ვისაც შეუძლია ამ პროგრამით.
ეს პროგრამები მიმდინარეა და შეუძლიათ მიიღონ პოტენციურმა ბენეფიციარებმა ჩვენგან.
თუ ვინმეს დამატებით ინფორმაცია აინტერესებთ, დაგვირეკონ ნომერზე 15 25, ჩვენი კონსულტანტები მიაწვდიან მათ ინფორმაციას, მათი საქმიანობა ხვდება თუ არა ჩვენი პროგრამების ჩამონათვალში.
როგორც ირაკლი გაბრიაძემ აღნიშნა, ამ პროგრამის ფარგლებში დაახლოებთ 6000-ზე მეტი ბიზნესის მხარდაჭერა, იქნება ეს არსებულის გაფართოება თუ ახლის წამოწყება.
რაც შეეხება კომპანიების გაციფრულებას, ირაკლი გაბრიაძემ აღნიშნა, რომ სააგენტო ამ ეტაპზე ატარებს ანალიზს იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემები აქვთ კომპანიებს გაციფრულებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბენეფიციარებისთვის საინტერესო იქნება ისეთი სერვისების მიწოდება, როგორიცაა მაგალითად ონლაინ მარკეტინგი.
ამ ეტაპზე ვაწარმოებთ კვლევას და სამიზნე ჯგუფი ჩართულია კონკრეტულად ამ კვლევაში“.-განაცხადა ირაკლი გაბრიაძემ „ფორტუნას“ ეთერში.