ავსტრალიაში გამართული აზიური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიაზე საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო მერაბ ნინიძემ მოიპოვა. მას ჯილდო ალექსეი გერმანის (უმცროსის) ფილმში House Arrest შესრულებული მთავარი როლისთვის გადასცეს. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
ამავე ნომინაციაში წარდგენილი იყო ლევან თედიაშვილი (ფილმი “მეოთხე ბრაიტონი”, რეჟისორი ლევან კოღუაშვილი).
ცერემონიის მსვლელობისას რეჟისორმა დეა კულუმბეგაშვილმა კი მისი მომავალი ფილმის პროექტისთვის Historia – APSA Academy Film Fund-ის გრანტი მიიღო.