LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

61 წლის დემი მურს, რომელიც ახალგაზრდული იერის გამო საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრშია, ნაოჭების გამო აკრიტიკებენ

172
page

დემი მური ჰოლივუდის ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმული ვარსკვლავების სიის სათავეშია, მსახიობიც ყოველდღიურად ანებივრებს გამომწერებს და ინსტაგრამზე შთამბეჭდავ ფოტო/ვიდეო მასალას ავრცელებს.

ამჯერად „მოჩვენების“ ვარსკვლავი ლონდონში, „გუჩის“ ჩვენებაზე გამოჩნდა. სწორედ ამ ღონისძიებაზე გადაღებული ფოტოების შემდეგ გახდა ინტერნეტ-ბულინგის მსხვერპლი.

მურს, რომელიც რამდენიმე თვის წინ ფილერების გადაჭარბებული გამოყენების გამო კიცხავდნენ, ახლა ტუჩებზე ნაოჭების გამო აკრიტიკებდნენ და ბოტოქსის გაკეთებასაც ურჩევენ.

„ბოლოს და ბოლოს ასაკი შეეტყო?“, „ფილერების გაკეთებას, ბოტოქსი გაიკეთოს ტუჩებზე“, – წერენ კომენტარებში.

ცხადია, ინტერნეტმომხმარებლების უდიდესი ნაწილი მაინც აღფრთოვანებულია ვარსკვლავის ლუქითა და მისი უზადო ვიზუალით.

რაც შეეხება მის ლუქს, ჩვენებაზე დემიმ „გუჩის“ ნახევრად გამჭვირვალე კაბა მოირგო.

„ეს ჩემთვის უსაყვარლესი პროცესია“ – 61 წლის დემი მური შთამბეჭდავ ფოტო/ვიდეო მასალას გვიზიარებს

ფოტო/ვიდეო: „60 წელს გადაცილებული გოგონა“ – დემი მურმა ღონისძიებაზე ყველა დაჩრდილა

„ისევ ფილერი?“, „სრულყოფილად გამოიყურება“ – 61 წლის დემი მური ჯაჭვის კაბაში ბრწყინავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები