სუპერმოდელი კრისტი ბრინკლი 61 წლისაა და აქტიურად განაგრძობს მუშაობას სამოდელო ბიზნესში. მან Instagram-ზე ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ის ზღვაზე, საცურაო კოსტიუმით პოზირებს. ფოტოებიდან ჩანს, რომ მოდელი აქტიური ცხოვრების წესს მისდევს, დაკავებულია სპორტით, ცურავს და არ აკლდება წვეულებასა და გასართობ ღონისძიებებს.
კრისტი ასევე ცნობილია, როგორც ცხოველთა უფლებების აქტიური დამცველი. ის მედიის საყვარელი რესპოდენტია. აღსანიშნავია, რომ კრისტი ბრინკლიმ მოდელობა 23 წლის ასაკში დაიწყო.